სრულიად საქართველოს ჰუმანიტარული ფონდი

"ფარი მძლეველი"

ქართული | English | Rусский

            ჩვენი მიმართვის მიზანია მივაწვდინოთ ხმა, პლანეტის ყველა კეთილი ნების ადამიანს, რათა გავერთიანდეთ იმ უდიდესი ზოგადსაკაცობრიო ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელსაც აბორტი ანუ მუცლადმყოფი ბავშვის მოკვდინება ჰქვია-მისთვის სიცოცხლის უფლების წართმევა.

            ვაკისრებთ რა პასუხისმგებლობას ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო სამართლის კანონმდებლებს, რომლებიც აბორტის დაკანონების უსამართლობით თვითგანადგურების უფსკრულისაკენ მიგვიძღებიან. შეგახსენებთ ჯონ ტ. ნუნანის სიტყვებს: „ერთი ადამიანის უფლება- გაიკეთოს აბორტი არის მეორე ადამიანის სიცოცხლის უფლების დარღვევა.

            ფუტუსი არის ცოცხალი ადამიანური არსება, რომლის განვითარების ეტაპები მუცლადყოფნის პერიოდში საერთოა ყველა ადამიანისთვის, რადგანაც ადამიანის უფლებები ძირითადად ეყრდნობა ბუნებით სამართალს, რომლის თანახმად ადამიანს აქვს სიცოცხლის თანდაყოლილი, ხელშეუვალი უფლება. ეს უფლება განუხრელად უნდა გავრცელდეს მუცლად მყოფ ჩანასახზე.

            თუ დედამიწა შენი ოჯახი არ არის, საქმეს სიყვარულით ვერ გააკეთებ. 

            ყველას ვისაც თქვენი ოჯახი გიყვართ, გიწვევთ საქართველოს დედაქალაქ თბილისში, 2020 წლის 1 ივნისს(ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღე), აბორტის წინააღმდეგ საერთაშორისო თემატურ კონფერენციაზე:

„ჩვენც ბავშვები ვართ, ნუ მოგვკლავთ!

გთხოვთ, შეგვეხმიანოთ მისამართზე WWW. Abort.org.ge

მუშაობას ვიწყებთ, საქართველოს საპატრიარქოს მღვდელმთავრის, რუსთველი მიტროპოლიტ იოანეს ლოცვა-კურთხევით. მისი აზრები და შეხედულებები აბორტის თემასთან დაკავშირებით, გამომდინარეობს ადამიანის შექმნის უზენაესი საწყისებიდან, მისი დანიშნულების მაღალიდეურ სრულყოფილებამდე.


„ერმა უნდა იცოდეს გზა, რომლითაც უნდა იაროს. რათა გამოჩნდეს ყველა ადამიანის შინაგანი არჩევანი. რა არცევანს გააკეთებს იგი სჯულსა და უსჯულოებას შორის, სიწმინდესა და სიბილწეს შორის, სიმართლესა და სიცრუეს შორის.“

„თუ ჩვენ თვალს დავხუჭავთ უსჯულოების გამრავლებაზე, უნებლიე თანამონაწილე  გავხდებით უსჯულოებისა. ეცადე არსებული სამართლებრივი ნორმების საშუალებით გამოძებნო გზა, როგორ დაიცვა საზოგადოება ხრწნისაგან.

დავიცვათ გარემოში ღვთის მიერ შექმნილი სამყაროს წყობა. ეკლესია გმობს აბორტს, როგორც  ღვთივბოძებული სიცოცხლის წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებას.

ორგანიზაცია თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოში  მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ხუთი გამგეობის წევრისა და ოფისის მენეჯერის მანონ მილორავას ხელშეწყობით.

გამგეობის წევრები:

  1. კვაჭაძე მარინა
  2. ტაგანაშვილი ცისკარი
  3. ქუთათელაძე ლალი
  4. ჯობავა ნელი
  5. წერეთელი მანანა
უკან
  © 2025 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE