სრულიად საქართველოს ჰუმანიტარული ფონდი

"ფარი მძლეველი"

ქართული | English | Rусский

თავს უფლებას ვაძლევთ, გამოვაცხადოთ აბორტის პოტენციურ მსხვერპლთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ასოციაციის შექმნა, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით.

ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებული საყოველთაო პრინციპებისა და ღირებულებების გათვალისწინებით, ადამიანის  უფლებათა საყოველთაო დეკლარაციიდან გამომდინარე, ასევე ბავშვთა უფლებათა კონვენციის მიხედვით, სრულიად ნათელია, რომ ყველა ჩვენგანმა ხმა უნდა ავიმაღლოთ დედის წიაღში ბავშვთა სიცოცხლის მოსპობის და დედამიწაზე ადამიანის გენოციდის წინააღმდეგ.

ბავშვი ყველგან ბავშვია. დედის წიაღშიც და გაჩენის შემდგომაც. ყველა ბავშვს აქვს სიცოცხლის თანდაყოლილი უფლება, რომელიც ჩანასახიდან იწყება, ეს უფლება მას შემოქმედმა მიანიჭა და არავის აქვს ჩანასახის მოკვდინების  უფლება გარდა უიშვიათესი კოლიზიური გამონაკლისისა.

 აბორტი არის დედის სხეულით შემოსაზღვრულ, სასჯელაღსრულების სივრცეში, ბავშვის სიკვდილით დასჯა. მისი წამებით მოკვდინება.

            ეს სიძულვილის მწვერვალია!

აბორტი საკაცობრიო ოჯახის უსაშინელესი ტრაგედიაა. წარმოებს სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული მრავალსაუკუნოვანი მსოფლიო ომი. აბორტი მისი უბინძურესი გამოვლინებაა.

სახელმწიფოები, რომელთაც კანონმდებლობით გაუქმებული აქვთ სიკვდილით დასჯა, ხოლო მოქმედებაში აქვთ კანონები ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის შესახებ,-ორპირობენ. ისინი ემსახურებიან სიცრუეს და ბოროტებას.

 ზნეობის, მორალის და დემოკრატიის პრინციპებიდან გამომდინარე, ვაცხადებთ: ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამართლის კანონმდებლებს დამნაშავედ. მათ ბრალი ედებათ,საზოგადოების თვითგანადგურებამდე მიყვანაში, რაც ინიცირებულია მათ მიერ შემუშავებული კანონებით. ისინი ბრმანი არიან. „ბრმანი ხართ და ბრმათა წინამძღვრები, ხოლო როდესაც ბრმა წინაუძღვის ბრმას, ორნივ უფსკრულში ჩასცვივიან.“

დროა გამოვფხიზლდეთ, თვალი ავახილოთ და საფრთხეს თვალებში ჩავხედოთ.

სეკულარულ საზოგადოებისთვის შეიძლება უცხო იყოს რასაც ვიტყვით, მაგრამ ადამიანთა ღვთის მორწმუნე ნაწილისთვის გასაგებია რაოდენი საფრთხის მატარებელია კაცობრიობისთვის, თუკი უფალი პირს იბრუნებს უმწეო ბავშვთა სისხლიანი ნაკუწებით მოფენილ დედამიწიდან. აბორტის ცოდვა შეიძლება აღმოჩნდეს ის ბოლო წვეთი, რომელმაც შეიძლება აღავსოს, საწყაული ღვთაებრივი მოთმინებისა.

უარი აბორტს!    არა კაც ჰკლა!

ვიბრძვით, ჩასახვის პირველი დღიდან მუცლად მყოფი ჩანასახის(ფეტუსის) ბავშვად აღიარებისთვის, რაც თავისთავად წარმოშობს შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმის ჩამოყალიბებას, მათ დასაცავად.

            მივმართავთ მსოფლიოს, აბორტის წინააღმდეგ მებრძოლ ყველა ორგანიზაციას: „მსოფლიო! იმპერატიული მანდატი ყველა ბავშვის სიცოცხლეს დედამიწაზე, ჩასახვის პირველი დღიდან!“ 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე- 1 ივნისი, გამოვაცხადოთ  საერთაშორისო გადაძახილის დღედ- უარი აბორტს.           

            ვიცავთ აბორტს? - ვიცავთ სიკვდილს!

            გვიყვარს სიცოცხლე? – ვებრძვით აბორტს!

            ჩვენმა ასოციაციამ უნდა მოამზადოს საფუძველი, ჩვენი მოთხოვნების პოლიტიკური ტრანსფორმაციისათვის. არ უნდა დავაკლოათ მცდელობა, რათა არც ერთ ქვეყანაში არ იქნას დაშვებული საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ძალაუფლების გადაჭარბება. ვიმოქმედოთ რათა შევქმნათ უკვე არსებულის სრულყოფის მცდელობით, ის დამცავი  მექანიზმი, რომელიც თავიდან აგვაცილებს დაკანონებული აბორტით პროვოცირებულ მსოფლიო გლობალურ კატაკლიზმებს, რომელიც განადგურებით ემუქრება მსოფლიოს.

            კანონმდებლობასთან ერთად საჭიროა მოწოდება ქალებისადმი, არ დაუშვან აბორტი, არ დაუშვან თანამონაწილეობა შვილის სიკვდილში, ტრადიციების გვერდის ავლით, სახელმწიფო ინსტიტუტების დახმარებით, უარს ნუ იტყვიან დედობაზე.

            საჭირო იქნება მოფიქრება ქმედითი და რეალური თანადგომის ფორმების სახელმწიფოს მიერ იმ ქალებისადმი, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის  გამო ოჯახში (მშობლების, ქმრის და ა.შ.) არ შეუძლიათ ორსულობის ბოლომდე მიყვანა ან ახალშობილის და ბავშვის აღზრდა.

მეთერთმეტე საუკუნის დიდი საეკლესიო მოღვაწე გიორგი მთაწმინდელი ამბობდა მრავალშვილიან დედებზე: „საუკუნომც იყოს ხსენება და კურთხევა მათი, რომელთა დედათა, გამრავლებაი იღვაწონ.“

ჩვენი ქვეყნის დიდი ადამიანი- წმინდა ილია მართალი ამბობდა: „ თუ დროს ხელთა აქვს ხმალიო, შენც ხელთა გქონდეს ფარიო!“ და კიდევ: „ვინც ორი მარცვალი მოიყვანა იქ სადაც ადრე ერთი მარცვალი მოდიოდა, იგი ამით უდიდეს სამსახურს უწევს კაცობრიობას.“

აუცილებელია ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, აბორტის თვითამკრძალავი მრავალშვილიანი გმირი დედის სტატუსისა, რომელიც სახელმწიფო მოღვაწის რანგში უნდა იქნას აყვანილი. ამას ახლებული მიდგომა და სერიოზული მუშაობა სჭირდება. ყველაზე მეტად კი ბიუჯეტში მათი ეკონომიკური დახმარებისათვის სახსრების გამოყოფა.

  © 2025 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE